თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ აღჭურვილობა გადასცა
თავდაცვის სამინისტრომ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ აღჭურვილობა გადასცა
23:09 01.08.2021
24 დასახელების სამხედრო დანიშნულების სანივთე, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა ახალგაზრდულმა ლეგიონმა თავდაცვის უწყებისგან მიიღო. აღჭურვილობა ვაზიანის აეროდრომზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დაათვალიერეს. სამხედრო, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უვადო სარგებლობაში გადაეცა.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის სამწყობრო მოედანზე ქონების მიღება-ჩაარების დოკუმენტის ხელმოწერაც გაიმართა. თავდაცვის სამინისტრო და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ 2016 წლიდან თანამშრომლობს. ლეგიონერების საქმიანობა ახალგაზრდა თაობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ბეჭდვა