თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
16:12 27.07.2021
ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორის თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში.

ბეჭდვა