თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ელჩს და ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე ბრიტანეთის ელჩს და ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს შეხვდა
14:48 29.06.2021
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის მეთაურს, II რანგის კაპიტანს ვინს ოუენს შეხვდა.



თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ბრიტანეთთან არსებული საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზეც.



მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე რომელშიც, ბათუმს როგორც საპორტო ქალაქს მნიშვნელოვანი როლი აქვს.



დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი HMS DEFENDER ბათუმში 26 ივნისს შემოვიდა.

ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.


ბეჭდვა