დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს
დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მიწვევით გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს
15:56 28.06.2021
საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-სახელწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუიჯი დი მაიოს მიწვევით, გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს.

მინისტრმა კოალიციის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადებას სიტყვით მიმართა და საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და გამოხატა მზაობა მომავალშიც პარტნიორებთან ერთად იმოქმედოს არსებული გამოწვევების დასძლევდ.

მან ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების ფასდაუდებელ წვლილს საერთაშორისო მისიებში. ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების მხრივ დღეს არსებულ გამოწვევებზე და ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზე. ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.

კოალიციის შეხვედრაში, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო თავმჯდომარეობენ, 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მონაწილეობენ.


ბეჭდვა