ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა
ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა
15:45 23.06.2021
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები დახვდნენ.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა ტაშით და გამამხნევებელი შეძახილებით გადაუხადეს.

მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. უახლოეს პერიოდში 32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად, სრული შემადგენლობით დაბრუნდება.

ბეჭდვა