თავდაცვის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:09 22.04.2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა უნგრელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტიტეტისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, კერძოდ, სამხედრო განათლების კუთხით განხორციელებულ პროგრამებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოში ინტეგრაციის კუთხით უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა; ასევე, შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს. მინისტრმა SNGP-ის ფარგლებში ლოჯისტიკის ინიციატივის კონტექსტით, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების საქმეში უნგრეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მხარეებმა ბუდაპეშტის სამხედრო სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო შეხვედრების საკითხებიც განიხილეს.

ბეჭდვა