პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ვარკეთილში
"სამხედრო ქალაქში" ბინები საჩუქრად გადასცეს.
ახალი ბინის გასაღები IსAF-ის სამშვიდობო მისიაში დაღუპული, დაჭრილი სამხედროების ოჯახებმა, ასევე მისიაში მონაწილე ბატალიონის მეთაურებმა მიიღეს.
ბინა გადაეცა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული ექიმის, კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახსაც.
"სამხედრო ქალაქში" ახალი ბინებით ასევე დაკმაყოფილდნენ ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხი და მეტი წელია მსახურობენ და არ გააჩნდათ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ბინები გადაეცა ასმეთაურების რგოლსაც.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა დღეს სულ 900 ოჯახს გადაეცემა ბინა, ხოლო 2013 წლის გაზაფხულისთვის - კიდევ 600 ოჯახს.
"ეს არის ჩემი პრეზიდენტობის ვადა. ამ ვადის დასაწყისში დაგპირდით, რომ ბინებს მიიღებდით და ეს სრულდება. დღეს დაპირების შესრულების დღეა" - განაცხადა სააკაშვილმა.
