თავდაცვის სამინისტრო - კაპრალი გიორგი ბოკელავაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში არ ირიცხება
თავდაცვის სამინისტრო - კაპრალი გიორგი ბოკელავაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში არ ირიცხება
16:43 20.09.2012
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კაპრალ გიორგი ბოკელავაძის მიერ „ქართული ოცნების“ რიგებში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ტელეკომპანია „მე-9 არხი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ІІ საარტილერიო ბრიგადის კაპრალი გიორგი ბოკელავაძე „ქართული ოცნების“ აქციაზე ყოფნის დროს კოალიცია „ქართულ ოცნების“ რიგებს შეუერთდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე არ ირიცხება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არის სრული დეზინფორმაცია და ტყუილი. კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2012 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შეწყვიტონ ყოველგვარი სპეკულაციები ქართული არმიის მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა