შაშკინი აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს მაიკლ ფლინს შეხვდა
შაშკინი აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს მაიკლ ფლინს შეხვდა
19:02 15.09.2012
აშშ-ში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს შორის გაფორმებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას გულისხმობს - საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნა და განათლება, მხარდამჭერის ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ მხარდაჭერა გამოხატა ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციისა და ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის პროცესში დახმარების კუთხით.

თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო (DIA) ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისათვის (DOD) სადაზვერვო ინფორმაციის უმთავრესი მიმწოდებელია. მას თავდაცვის სადაზვერვო ყველა სხვა უწყების კოორდინირება ევალება.


ბეჭდვა