დღეს საქართველო-თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება
დღეს საქართველო-თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება
09:13 13.09.2012
საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის 2012 წლის გეგმის ფარგლებში, დღეს ბათუმის აკვატორიაში ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო  წვრთნები გაიმართება.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შესაბამისი მცურავი საშუალებების გამოყენებით და თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა TCSG-71 და მისი ეკიპაჟი.

სწავლების მიზანია საზღვაო საზღვრის დაცვის სფეროსა და ერთობლივი სწავლების დაგეგმვა-ჩატარების კუთხით გამოცდილების გაზიარება.

ქართულ-თურქული სწავლება ერთდღიანია და თურქული კატარღა საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დღესვე დატოვებს.

ბეჭდვა