საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით - „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით - „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა
16:06 23.06.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით - „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში.

მაიორი ქვინთინ დოლი საქართველოში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.
ბეჭდვა