თავდაცვის მინისტრი ავღანეთში იმყოფებოდა
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში იმყოფებოდა
11:07 04.09.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს დელეგაციასთან  ერთად, ავღანეთში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინი  და გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ჰელმანდის პროვინციაში ბაზა "შუკვანზე" ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონული სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუსს და ოპერატიული შენაერთის მეთაურს გენერალ-მაიორ ბერგერს შეხვდნენ და მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობენ. ისინი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ.

მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობაა.

ბეჭდვა