ეროვნული თავდაცვის აკადემიას ახლადჩარიცხული მსმენელები ეწვივნენ.
პირველკურსელებმა აკადემიის მსმენელებთან ერთად, აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი, ყაზარმები, რეკრეაციული ცენტრი, საცურაო კომპლექსი დაათვალიერეს და სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე სხვა სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლებს შორის ყველაზე დიდი კონკურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაფიქსირდა.
აკადემიაში სხვადასხვა სპეციალობაზე მიღება 166 ადგილზე იყო გამოცხადებული. აქედან, ყველაზე დიდი კონკურსი სამხედრო ავიაციის სპეციალობაზე დაფიქსირდა, სადაც 6 ადგილზე 75 აბიტურიენტი მოდიოდა. მომდევნო ადგილზე საერთო საჯარისო მართვა გავიდა, სადაც 90 ადგილზე 255 აბიტურიენტი ცდილობდა ჩაბარებას.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება სულ რვა სპეციალობაზე იყო გამოცხადებული. ესენია საერთო-საჯარისო მართვა, საარტილერიო საქმე, ჯავშან-სატანკო შეიარაღება და ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და ტექნიკა, სამხედრო ავიაცია, სამხედრო ლოჯისტიკა, სამხედრო კავშირგაბმულობა და სამხედრო ინჟინერია.
