თავდაცვის მინისტრმა ქაბულში დისლოცირებული ასეული მოინახულა
თავდაცვის მინისტრმა ქაბულში დისლოცირებული ასეული მოინახულა
12:23 05.11.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი აღნიშნა და მისიის წარმატებით შესრულებისთვის თითოეულ მშვიდობისმყოფელს მადლობა გადაუხადა.

მინისტრი სამხედროებს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზეც ესაუბრა.

ბეჭდვა