თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
21:48 01.11.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბდულა ალ-მუტაირის უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

თავდაცვის მინისტრმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.

ბეჭდვა