ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა
15:19 30.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლი იანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.

ბეჭდვა