თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა
12:22 22.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ლატვიის როლი ხაზგასმით აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრმა რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასაც.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

ბეჭდვა