ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა
14:07 21.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მარიუშ მაშკევიჩს და პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე SNGP-ის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე და ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების ზრდას.

ბეჭდვა