ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
17:07 08.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ხაზი გაუსვეს და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ახლადდანიშნული ატაშეც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ებადოლა მოხთარ ნეყაბადის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა.

ბეჭდვა