თავდაცვის მინისტრი უკრაინის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი უკრაინის ელჩს შეხვდა
16:07 08.10.2019
საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები ის თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზეც ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს. ყურადღება ნატოში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე გამახვილდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის ატაშე, გენერალი იგორ ოსტაპენკო დაესწრო.

ბეჭდვა