თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
18:22 01.10.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი კონტრიბუციის მნიშვნელობა აღნიშნა და სამაგალითო სამსახურისთვის ქართული მხარის მიმართ პატივისცემა და მადლიერება დაადასტურა.

ბეჭდვა