პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
16:27 19.09.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური მილოცვაში ხაზს უსვამს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის როლს და წარმატებებს უსურვებს.

„თქვენ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია გაქვთ, რომელიც მტკიცე ნებისყოფას, ქვეყნის უანგარო სიყვარულს და მუდმივ შრომას მოითხოვს. თითოეული თქვენგანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაში. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
ბეჭდვა