თავდაცვის მინისტრი GDRP-ის მიმდინარეობას გაეცნო
თავდაცვის მინისტრი GDRP-ის მიმდინარეობას გაეცნო
16:23 18.09.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ამერიკელ ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საბრძოლო მომზადების ცენტრში GDRP-ით მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა გენერალმა CTC-ის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა-წვრთნის (GDRP-T) შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, მათ ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 საარმიო კორპუსის განათლების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ქრისტოფერ ნორმა საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.



ბეჭდვა