მცხეთაში, 21 წლის რიგითი ჯარისკაცი ჯაბა გაბიტაშვილი გარდაიცვალა. როგორც „ნიუსპრესს“ თავდაცვის სამინისტროს
პრესსამსახურში განუცხადეს, ჯარისკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თვითმკვლელობაა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
„რიგითი ჯარისკაცი წუხელ გარდაიცვალა. მთავარი ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა, აღნიშნული უბედური შემთხვევის ყველა დეტალს შეამოწმებენ და შეისწავლიან. გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის დეტალები ცნობილი გახდება“ - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
თავდაცვის სამინისტრო გაბიტაშვილის დაკრძალვის ყველა ხარჯს დაფარავს და გარდაცვლილის ოჯახს მატერიალურად დაეხმარება.
თავდაცვის სამინისტრო ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
