თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
13:47 16.08.2012
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სამინისტროს განცხადებით, დღეს დილიდან მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის პავლე თაბაგარის ავღანეთში დაღუპვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და სრული სიცრუეა.

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, 21 წლის სერჟანტი პავლე თაბაგარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა „ქიზიყმა“ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ნათესავებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ბეჭდვა