გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა
10:27 16.08.2012
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, 21 წლის სერჟანტი პავლე თაბაგარი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „ქიზიყი“ გარდაცვლილი სამხედრო  მოსამსახურის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება. ნათესავების ცნობით, ჯარისკაცი გუშინ დილით დაიღუპა.

თაბაგარის დაღუპვის დეტალები უცნობია, თუმცა, ოჯახის ზოგიერთი ახლობელი განზრახ მკვლელობაზე საუბრობს.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


ბეჭდვა