პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა
, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარი არ ეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას.
შესაძლო ცვლილებებს საპატრიარქო და რელიგიური უმცირესობათა წარმომადგენლების შეფასება უკვე მოჰყვა.
"გირჩის გარდა, მრავლდებიან სხვა ორგანიზაციებიც, ვინც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ასეთ ცნობებს იძლევა. თუ ასე გაგრძელდა, ამ ფორმით მღვდელმსახური უფრო მეტი გვეყოლება, ვიდრე ჯარისკაცი. ჩემი ინიციატივით, იმ მუხლს ვაუქმებთ, რომელმაც გაწვევის სისტემას პრობლემა შეუქმნა. ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციის დონეზე შეთანხმდა და კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყანაში მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. ეს განსაკუთრებულობა სხვადასხვა შეღავათს გულისხმობს. ამაზე ქვეყანა შეთანხმდა. ამ მხრივ ჩემი მხრიდან არავითარი ცვლილება შეთავაზებული არ არის. მე მხოლოდ იმ ნაწილს ვეხები, რაც გაწვევის სისტემას აზიანებს ", - დასძინა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა განმარტა, რომ სასულიერო აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სარგებლობს საერთო ნორმით, როცა უმაღლესში ჩარიცხულ პირებს გადავადების უფლება ისედაც აქვთ.
სესიაშვილის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პარტია "გირჩის" ლიდერები ახალი საკანონმდებლო ნორმის გასაჩივრებას აპირებენ.
