საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყვარელში, 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ზურაბ ტურაშვილის დაკრძალვას დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
ზურაბ ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით ”სამშობლოსათვის თავდადებული” და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
