ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად, ბათუმის პორტში თურქული სამხედრო გემები შემოვიდა
ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად, ბათუმის პორტში თურქული სამხედრო გემები შემოვიდა
16:08 06.03.2019
დღეს ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემები - „TCG FATİH“ და „TCG KILIÇ“ შემოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში, თურქული გემების ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობით, ერთობლივი წვრთნები ჩატარდება.

გემები ორი დღის განმავლობაში საჯარო ვიზიტებისთვის გაიხსნება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


ბეჭდვა