საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დღეს ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო კურსში მონაწილეობა ნატო-ს ხუთი წევრი და პარტნიორი ქვეყნის თერთმეტმა სამხედრო მოსამსახურემ და ქართველმა ჯარისკაცებმა მიიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების წარმატებით გავლის სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ და კურსის ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.
ამერიკელი, ნორვეგიელი, ესტონელი, სომეხი და ლატვიელი სამხედროები სამთო მომზადების სკოლაში NATO – ს პროგრამა – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში იმყოფებოდნენ.
სკოლის ინსტრუქტორებმა უცხოელ პარტნიორებს მთაში გადაადგილების, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა შეასწავლეს. ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციას ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ.
ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი 16 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს დასრულდა. სამი კვირის განმავლობაში სამხედროები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ.
