ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა
ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა
16:38 18.02.2019
თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში, „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

დელეგაცია გაეცნო გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულს, ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკს, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორ დიდგორს ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიულ შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებულ ბიკალიბრულ უხმაურო ნაღმმტყორცნს GNM-60, მოდერნიზებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერულ შაშხანას სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელებს.
ბეჭდვა