ქართულ სამხედრო მრეწველობას ახალი ტიპის ჯავშანმანქანა შეემატა
ქართულ სამხედრო მრეწველობას ახალი ტიპის ჯავშანმანქანა შეემატა
21:05 14.02.2019
მიმდინარე წლის 17-22 თებერვალს პირველად საქართველოს ისტორიაში “დელტა” სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშებს წარმოადგენს.

ღონისძიებაზე აუდიტორია უახლეს ქართულ ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულს გაიცნობს.

როგორც „დელტაში“ აცხადებენ, უშუალოდ IDEX-2019-ის ღონისძიებაზე მოხდება დიდგორი მეომარის 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის პრეზენტაცია, და საბრძოლო (გაშლილ) მდგომარეობაში მყოფი მანქანის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება.

ბეჭდვა