თავდაცვის მინისტრი: 2017 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები მასშტაბური ღონისძიებებით აიხსნება
თავდაცვის მინისტრი: 2017 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები მასშტაბური ღონისძიებებით აიხსნება
17:49 06.12.2018
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიან მიმდინარე წლის ანგარიშის წარდგენისას აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ ისაუბრა. ლევან იზორიამ წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გასულ წელს, სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების სიმრავლით ახსნა.

„ეს განპირობებულია იმ საერთაშორისო აქტივობებით, რაც საქართველოში ტარდება. გასულ წელს, მარტო ერთი, ძალიან ავტორიტეტული და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფინანსებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ნახევარი მილიონი ლარი გავიღეთ. თუმცა წელს შარშანდელთან შედარებით რვაასი ათასიდან მილიონ ლარამდე დანაზოგი გვაქვს" - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა წინა წელს, საერთაშორისო აქტიურობის დინამიკითა და ცალკეულ წლებში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების მასშტაბურობით აიხსნება.
ბეჭდვა