დიმიტრი შაშკინი და მარკ მონტგომერი სწავლებას - „დიდგორი 2012“ დაესწრნენ
დიმიტრი შაშკინი და მარკ მონტგომერი სწავლებას - „დიდგორი 2012“ დაესწრნენ
13:32 27.07.2012
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენელი კონტრადმირალი მარკ მონტგომერი ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ ბაზაზე, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2012“-ს დაესწრნენ.
სწავლების მიმდინარეობის გაცნობასთან ერთად, მინისტრმა და კონტრადმირალმა სასწავლო ობიექტი დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება „დიდგორი 2012“ ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება. მასში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებენ და პირობით დავალებებს ოპერატიულად ასრულებენ.
თავდაცვის სამინიტროში აცხადებენ, რომ მსგავსი სამეთაურო-საშტაბო სწავლებები მნიშვნელოვანია, რადგან 3T-ს კონცეფციიდან ერთ-ერთი - ტოტალური თავდაცვა - სამხედროების მაქსიმალურ მომზადებას და გაწვრთნას გულისხმობს.

ბეჭდვა