კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა
კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში საქართველოს დღე აღინიშნა
13:33 06.11.2018
კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში ქართული კუთხე მოეწყო, სადაც ქართულ კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი მასალა იყო წარმოდგენილი. ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტოებს და საინფორმაციო მასალას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქავთარაძემ. საქართველოს ელჩი მეორე მსოფლიო ომის კანადელ ვეტერანებს შეხვდა, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ეროვნების სამხედროებთან ერთად, კოლეჯში სამხედრო სწავლების კურსს საქართველოს გენერალური შტაბის ვიცე-პოლკოვნიკი, გიორგი ლაღიაშვილი გადის.



ბეჭდვა