ბათუმში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ ჩატარდება
ბათუმში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ ჩატარდება
15:08 19.10.2018
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1-2 ნოემბერს, „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-12 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდება.

ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემა იქნება „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“. მეორე სესიის განმავლობაში განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები. მესამე სესიაზე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ, მომდევნო მეოთხე პანელი კი ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკას“ შეეხება. მეხუთე პანელი დაეთმობა „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას.

ბეჭდვა