ტუნისმა მზადყოფნა გამოთქვა, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. ამის შესახებ ტუნისის პრეზიდენტის მონსეფ მარზუკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
"მზად ვართ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს თავშესაფარი აღმოვუჩინოთ, თუ ეს ქვეყანაში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სისხლის ღვრის შეჩერებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ტუნისის პრეზიდენტის სპიკერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტუნისი მზადაა სირიის პრეზიდენტის ოჯახიც შეიფაროს.
სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები გასული წლის მარტიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ასადის გადადგომას ითხოვენ. ამ დროისთვის, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აჭარბებს.
