ლევან იზორია ნატოს შტაბ-ბინაში უნგრელ კოლეგას შეხვდა
 ლევან იზორია ნატოს შტაბ-ბინაში უნგრელ კოლეგას შეხვდა
16:13 08.06.2018
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უნგრელ კოლეგასთან ტიბორ ბენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის - ლოგისტიკის წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა.

მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას უნგრეთიც შეუერთდება.

ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთანაც გამართა შეხვედრა.




ბეჭდვა