დიმიტრი შაშკინმა „რეინჯერის კურსის“ 28 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა
დიმიტრი შაშკინმა „რეინჯერის კურსის“ 28 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა
14:12 14.07.2012
თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს „რეინჯერის კურსის“ 28 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 სამხედრო მოსამსახურემ აღნიშნული კურსი წარმატებით დაასრულა.
კურსის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა ტყეში, მთაში, დასახლებულ რაიონებში, რთული რელიეფისა და მკაცრი ამინდის პირობებში საბრძოლო ოპერაციების ჩატარება შეისწავლეს და ლიდერების უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს. კურსის გავლის სურვილი შეიარაღებული ძალების 413-მა ოფიცერმა და სერჟანტმა გამოთქვა. თეორიული ტესტის გავლის შემდეგ კურსი 310-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო. რთული პირობების, თეორიული, პრაქტიკული და დისციპლინარული დავალებების დაძლევა მხოლოდ 28 სამხედრო მოსამსახურემ შეძლო. კურსდამთავრებულები შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გააგრძელებენ მსახურს.
„რეინჯერის კურსი“ 2012 წლის 23 აპრილს დაიწყო და 29 ივნისს დასრულდა.
კურსის დახურვის საზეიმო ცერემონია დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

ბეჭდვა