გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გუშინ გორის სამხედრო ნაწილიდან 19 წლის ჯარისკაცი, კობა მახარაშვილი ჩააასვენეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს მოხვედრილი.
ამის შესახებ ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მახარაშვილმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა გარდაცვლილის მამა შალვა მახარაშვილი მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს.
„გუშინწინ, 21:30 საათზე მოხდა ეს ამბავი, სხვა არაფერი ვიცი. რა მოხდა არავინ იცის, ვერ გეტყვით თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე შვილი, აქ იყო ჩამოსული, არაფერი უთქვამს თუ ვინმესთან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯარში. ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე და ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია“ – აცხადებს შალვა მახარაშვილმა.
ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს.
