დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დღეს აშშ-დან დაბრუნდებიან
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დღეს აშშ-დან დაბრუნდებიან
13:47 26.03.2018
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნაკრები დღეს აშშ-დან დაბრუნდება.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ გამართულ საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.ქართველმა დაშავებულმა სამხედროებმა სპორტის 6 სახეობაში - ხელის ველოსიპედით შეჯიბრი, ტრენაჟორით ნიჩბოსნობა, სირბილი, ცურვა, პნევმატური იარაღით სროლა და პარაკალათბურთი იასპარეზეს და საერთო ჯამში 21 მედალი, მათ შორის 6 -ოქრო, 6 - ვერცხლი და 9 - ბრინჯაო მოიპოვეს.
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში 17:00 საათზე დაბრუნდებიან.

ბეჭდვა