თავდაცვის სამინისტროს ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი ემატება
თავდაცვის სამინისტროს ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი ემატება
11:14 12.07.2012
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარატმენტი იქმნება. შესაბამისი ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამინისტროს დებულებაში შევიდა.

კერძოდ, სამინისტროს 11 სტრუქტურულ დანაყოფს დაემატება ახალი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას.

გარდა ამისა, ახალმა დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს სამინისტროში კიბერუსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და შემდგომი მონიტორინგი.

ცვლილების თანახმად, დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვასა და მათ გამართულად მუშაობას. ცვლილება უკვე ძალაშია.

დეპარტამენტს გიორგი გულუა უხელმძღვანელებს.

ბეჭდვა