ხულოში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს
ხულოში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს
13:00 30.11.2017
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა გრძელდება. ხულოს მუნიციპალიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში 7 წვევამდელი გაიწვია.

ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გაცილებისას, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სამხედრო სამსახურში წარმატებები უსურვა მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა რამინ მეხეშიძემ.

წვევამდელები თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც ჩაირიცხებიან სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში.

ბეჭდვა