საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას - „ჯაველინის“
ყიდულობს.
საუბარია 410 რაკეტაზე, 72 დანადგარსა და სასწავლო მოდელებზე, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარია.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის განცხადებით, „ჯაველინის“ სიტემა მხოლოდ თავდაცვით იარაღს წარმოადგენს.
„ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან, ცალსახად ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორისა. ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერცერთი ქვეყნის წინააღმდეგ“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მიერ ამ სარაკეტო სისტემის გადმოცემის თაობაზე მოთხოვნას მხარი უკვე დაუჭირა, საბოლოო გადაწყვეტილება კი კონგრესმა უნდა მიიღოს.
