პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სახელოვანი და სამარცხვინო მომენტებიც ყოფილა
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სახელოვანი და სამარცხვინო მომენტებიც ყოფილა
19:34 04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში იყო, როგორც ძალიან სახელოვანი, ასევე სამარცხვინო მომენტებიც იყო.  ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს თავდაცვის სამინისტროში, ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა.
მან ერთ-ერთ სამარცხვინო მომენტად 2009 წელი, ე.წ მუხროვანის ამბოხის მცდელობა დაასახელა.
„შეიარაღებულ ძალების ისტორიაში იყო და არის ძალიან სახელოვანი მომენტები, ასევე იყო სამარცხვინოც. მაგალითად, 2009 წელს გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობა, რომელიც ზოგიერთმა აქ მყოფმა გადამწყვეტი მოქმედებებით აღკვეთა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, მუხროვნის ამბოხის შემდეგ, მოღალატე „ელემენტებისგან“ შეიარაღბული ძალები მთლიანად გაიწმინდა.
„ყოველგვარის სინანულის გარეშე დავემშვიდობეთ ძველებურად მოაზროვნე, მტერთან შესაკვრელად გამზადებულ ზოგიერთ ელემენტს. დღეს შეიარაღებული ძალები ამ მხრივ სუფთაა და ეს მოხდა ყოველგვარი დიდი არეულობისა და ხმაურის გარეშე“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში შეიარაღებული ძალების საჯარო რეკლამირება აღარ განხორციელებულა, რადგან კარგი საქმე ყოველთვის ჩუმად, ნაბიჯ–ნაბიჯ კეთდება.
მისი შეფასებით, ტელევიზიებით კარგი მანევრების ჩვენება კარგ ფორმაში ყოფნას არ ნიშნავს.

ბეჭდვა