საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო ინდუსტრიის შექმნის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, თავდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა.
„ახლა ვიწყებთ საერთაშორისო პროგრამას, რომლის მიხედვითაც ჩვენი შეიარაღებულ ძალები საერთაშორისო სისტემაში უნდა ჩაერთოს. აშშ-მ იანვარში გამოაცხადა და შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ჰილარი კლინტონმაც დააკონკრეტა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც მომზადებასა და აღჭურვას ეხება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებით აღჭურვასა და საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დაცვის სისტემის შექმნაში დაეხმარება.
ამასთან, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო ინდუსტრიის განვითარების საკითხის აუცილებლობაზე.
„შევქმენით ჩვენი სამხედრო ინდუსტრია, რომელიც არის ერთ–ერთი უდიდესი მიღწევა და ესეც უნდა განვავრცოთ, რადგან, გარდა იმისა, რომ ქმნის სამუშაო ადგილებს, ქვეყანას სიმტკიცის მარაგს აძლევს“ - მიაჩნია პრეზიდენტს.
