უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაშავდა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაშავდა
10:14 09.11.2017
უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა.
ბატალიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი მუცლის არეშია დაჭრილი.
მისივე თქმით, ჯარისკაცს ოპერაცია ჩაუტარდა.
„საკმაოდ მძიმე ჭრილობაა მუცლის არეში. შეტევაზე სცადეს გადმოსვლა რუსმა სამხედროებმა და ამ დროს მიიღო ჭრილობა. ოპერაცია ჩაუტარდა. ჯერ-ჯერობით ველოდებით შედეგებს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბრძლები, ჩვენ ვართ ყველაზე მწვავე პოზიციაზე, ფრონტის ხაზზე და ძალიან სერიოზული შეტაკებებია ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ყოველ დღე 2-3 კაცი იღუპეპა. უკრაინელები დაიღუპნენ ძირითადას“- განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.


ბეჭდვა