სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე 33 წლის სამხედრო მოსამსახურეს ხელი დაუზიანდა, რის შემდეგაც
კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
ვალერი ჭანტურიძე ამ ეტაპზე ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ჯარისკაცის დედის განცხადებით, მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა მოხდა სამხედრო პოლიგონზე და რატომ დაუზიანდა მის შვილს ხელი.
„აბსოლუტურად არაფერს არ გვეუბნებიან. რა მოხდა ამ ჯარში. ბავშვა მოიარა ცხინვალის ომი, ორჯერ იყო ერაყში, იქიდან მშვიდობიანად დაბრუნდა და ახლა მეუბნებიან გმირის დედა ხარო, არ მინდა მასეთი გმირობა, ავღანეთში ან ცხინვალში რომ მომხდარიყო ხმას არ ამოვიღებდი. აგერ უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს. პატარა ბავშვები ყავს. იმათ გაზრდა ხომ უნდათ, რათი გავზარდო?!“- განაცხადა დაშავებული სამეხდროს დედამ.
