ლევან იზორიას უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედალი გადაეცა
ლევან იზორიას უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედალი გადაეცა
12:33 30.10.2017
თავდაცვის მინისტრი საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას უკრაინის თავდაცვის ატაშე გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ.

წელს 24 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. აღლუმში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მაშინ თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი ატენის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამო გააუქმა.

ბეჭდვა