ლევან იზორია კონფერენციის პირველ პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ სიტყვით გამოვიდა
ლევან იზორია კონფერენციის პირველ პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ სიტყვით გამოვიდა
11:46 12.10.2017
ლევან იზორია ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველ პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ სიტყვით გამოვიდა. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტები, რაც შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. ამ მხრივ მან სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებაზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, ეროვნული თავდაცვის გეგმის შემუშავებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ წვრთნებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

მოხსენების ბოლოს ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველომ სწორად გაიაზრა მსოფლიოსა თუ რეგიოში არსებული საფრთხეები, ადეკვატური რეაგირება მოახდინა მათზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უელსისა და ვარშავის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილების სტრატეგიულ მიმართულების - შეკავების პოლიტიკის თანამონაწილეა.

ბეჭდვა